აქციაზე დაკავებული 5 პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო

24 ივნისი 2019, 12:42 975 ნახვა

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული 5 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა, ერთის გარდა ყველა  გაათავისუფლა. მოსამართლე ლევან მურუსიძის განმარტებით, ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამართალდამრღვევა და მათ განესაზღვრათ 3 და 5 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა.

გიორგი ნაჭყებია  კი საპატიმროს ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული  მუხლით ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი