აქციის მონაწილეები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან

24 ივნისი 2019, 12:40 1196 ნახვა

პარლამენტთან აქცია  დღეს 19:00 საათზე განახლდება. მანამდე  14:00 საათზე, აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამმა პირმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

მთავარი მოთხოვნაა გადადგეს გიორგი გახარია, ჩატარდეს  საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით  და გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი