პარლამენტის წინ დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველების შორის ამ დრომდე მიმდინარეობს

20 ივნისი 2019, 22:28 1778 ნახვა

ბოლო 50 წუთია, პარლამენტის შენობასთან დაძაბული სიტუაციაა. აქციის მონაწილეები ცდილობენ, პარლამენტის შენობაში შეღწევას მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა გავიდა, თუმცა ამის მიუხედავად, არ შესრულდა მოთხოვნები. თანამდებობებზე ამ დრომდე რჩებიან - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსი ვახტანგ გომელაური. 

აქციის მონაწილეები ცდილობენ შევიდნენ პარლამენტში, თუმცა მათ ხელს უშლის სამართალდამცველები, რომლებიც გაძლიერებული შემადგენლობით იმყოფებიან პარლამენტის შესასვლელთან. 

რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, აქციის მონაწილეებმა პოლიციის რიგებიდან რამდენჯერმე გამოიყვანეს ძალით პოლიციელი, თუმცა მას კორდონი შეუქმნეს და გაიყვანეს უსაფრთხო ტერიტორიაზე. 

აქციის მონაწილეები ახერხებენ ასევე, რომ პოლიციელებს წაართვან ფარები. დაპირისპირების დროს, ჭყლეტაში რამდენიმე ადამიანიც დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. 

პარლამენტის შენობაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრიც. სამინისტრომ კი პარალელურად გაავრცელა გაფრთხილება და მოუწოდა აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონის დარღვევა და ძალადობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში