#სირცხვილია, #რუსეთი ოკუპანტია - აქციები ბათუმში

20 ივნისი 2019, 21:05 1729 ნახვა

“სირცხვილია“ - ამ სახელწოდებით აქცია ბათუმშიც გაიმართა. მოქალაქეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ საქართველოს სუვერენიტეტი ფეხქვეშ გათელა.

ფაქტი გააპროტესტეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. მწვავე შეფასებები გაახმოვანეს დეპუტატებმა, როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი გუნდიდან. უმცირესობა ფაქტის რეზოლუციის დონეზე დაგმობას მოითხოვს,  ოპოზიციის პათოსს იზიარებენ უმრავლესობაში.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში