ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება საქმის სიმძიმით, მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროებით, კონკტერული ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და ჩვენებების შეთანხმების საფრთხეებით ახსნა.