ნიდერლანდების საელჩო ტურისტებს აფრთხილებს - თბილისი ერთი კვირა ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის 

18 ივნისი 2019, 16:42 3318 ნახვა

ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩო, საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თბილისში კონკრეტული ადგილები, უსაფრთხო არ არის.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 -დან 23 ივნისამდე  "თბილისი პრაიდის" ჩატარებაა დაანონსებული და სხვადასხვა ლოკაციაზე აქტივობებია დაგეგმილი. მოუწოდებენ ტურისტებს, განსაკუთრებით  იმ ადგილს მოერიდონ, სადაც ღირსების მარში უნდა გაიმართოს. 

საელჩო იქვე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა დაცვის პირობას დებს.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში