ახალი ავტობუსების ნაწილი კონდიცირების გარეშე

17 ივნისი 2019, 21:33 1708 ნახვა

ახალი ავტობუსების ნაწილი კონდიცირების გარეშე - პირად საუბარში რამდენიმე მძღოლმა გვითხრა, რომ სისტემა დაზიანებულია, ავტოტრანსპორტში კი ირწმუნებიან, რომ დროებითი პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. ჯერ ისევ არაა აღმოფხვრილი სხვა პრობლემა - სავარაუდოდ დაზიანებულია ეკლექტრო-ტაბლოც - მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილში მარშრუტის აღმნიშვნელი ციფრი ქაღალდზეა დატანილი.

კონდიცირების სისტემა არ აქვთ ჩართული სამარშრუტო ტაქსებში - აღმოჩნდა, რომ მათი შერჩევის დროს, პირობებში ეს საკითხი მერიას ვალდებულებად არც კი გაუთვალისწინებია. ირწმუნებიან, რომ ახალ რეგულაციაში სამარშრუტო ხაზებს აგვისტოდან მოაქცევენ. მანამდე კი სამარშრუტო ტაქსები სავარაუდოდ ღია კარით გადაადგილებას განაგრძობენ - ეს ცხელ დღეებში შესაძლოა ჰაერის ტემპერატურას დაბლა დაწევს, დაზიანების რისკს კი მაღლა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი