სოლომონ კვირკველია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელლი გახდა

14 ივნისი 2019, 19:00 3328 ნახვა

გერმანულმა სატრანსფერო საიტმა ტრანსფერმარკტ-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაანახლა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი  სოლომონ კვირკველია გახდა. მოსკოვის ,,ლოკომოტივის’’  ქართველი მცველის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრო გახდა. 27 წლის  მცველმა მოსკოვურ კლუბთან  ერთად წელს რუსეთის თასი მოიგო. 
მეორე ადგილზე ფასის მიხედვით ‘’გენტის’’ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა. 19 წლის ფეხბურთელის ფასი კვლავ 9 მილიონი ევროა.ტრამვების გამო ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.
მესამე პოზიცია დავით ხოჭოლავამ დაიკავა. დონეცკის ,,შახტარის’’ მცველის სატრანსფერო ფასი 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.26 წლის ფეხბურთელმა წელს ,,შახტართან’’ ორი ტიტული  უკაინის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ფასები ასე გამოიყურება: 

1.სოლომონ კვირკველია      27 წლის      - ,,ლოკომოტივი’’     - 10 000 000 ევრო
2.გიორგი ჩაკვეტაძე    19 წლის      - ‘’გენტი’’             -   9 000 000  ევრო 
3.დავით ხოჭოლავა       26 წლის     - ,,შახტარი’’         - 3 000 000   ევრო 
4.გიორგი ქვილითაია   25 წლის     - ..გენტი’’             -   2 500 000 ევრო 
5.გია გრიგალავა          29 წლის     -  ..ტულა’’             -     1 750 000 ევრო 
6.ნიკა კვეკვესკირი     27 წლის     - ,,ტობოლი’’          -  1 500 000 ევრო 
7.ვაკო ყაზაიშვილი   26 წლის     -  ‘’სან ხოსე’’           -  1 500 000 ევრო
8.ჯიმი ტაბიძე            23 წლის        - ,,უფა’’                -   1 500 000 ევრო 
9.ოთარ კიტეიშვილი 23 წლის     -  ,,შტურმი’’           -   1 500 000 ევრო
10.ვაკო გვილია          25 წლის      - ,,ლეგია’’              -   1 250 000 ევრო 

 

საქართველოს საფეხბურო ნაკრები ფიფას რეიტინგში 94-ე ადგილზე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში