სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩიეს

11 ივნისი 2019, 14:28 1656 ნახვა

82 მომხრე, 21 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა  სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია.

თოლორაიამ სახელმწიფო  ინსპექტორის პოსტი 6 წლის ვადით ჩაიბარა. რაც შეეხება მის კონკურენტ ვალერი ლომუაშვილს, მხარი პარლამენტის მხოლოდ 7-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.  კანონის თანახმად,  2019 წლის 3 ივლისამდე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებებს თამარ ქალდანი განახორციელებს, რომელსაც ახალარჩეული ინსპექტორი ლონდა თოლორაია ჩაანაცვლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში