გაჩერებული დრო - ჩერნობილი 33წლის შემდეგ

09 ივნისი 2019, 19:00 11061 ნახვა

პირველად აჭარის მაუწყებლის  გადამღები ჯგუფი  პრიპიატში  იმყოფებოდა, ქალაქში, სადაც დრო 33 წლის წინ გაჩერდა. 1986 წლის, 25 აპრილის ღამის პირველ საათსა და 23 წუთზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგებლოკში ორი ყრუ აფეთქების ხმა გაისმა. ამ ხმებმა, რამდენიმე წუთში, თავდაყირა დააყენა საბჭოთა უძლეველობის თეორია და ბევრი თავსატეხი გაუჩინა დანარჩენ მსოფლიოს. აფეთქების შემდეგ, ჰაერში გაფრქვეული გაზის სვეტი ერთი კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

დილის ხუთი საათისთვის ხანძარი ლოკალიზებული იყო, თუმცა საზარელი იისფერი ნათება სადგურის ირგვლივ კიდევ დიდ ხანს შენარჩუნდა. 33 წლის წინ,  კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი  კატასტროფა მოხდა. ჩერნობილის ავარიამ, ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და ასობით სიცოცხლე შეიწირა.  სპეციალურად ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებისთვის აშენებულ ქალაქ პრიპიატში, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა და ტრაგედია განიცადა ატომურის სადგურის აფეთქების შედეგად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში