სადავო მშენებლობა - ანტრესოლი თუ საცხოვრებელი სართული?

08 ივნისი 2019, 19:15 2379 ნახვა

ახლა კი, ერთი სახლის ბევრ უცნაურობაზე გიამბობთ. მრავალბინიან კორპუსზე, რომელიც ბათუმში  რუსთაველის 59 ნომერში მდებარეობს მეზობლებს შორის დავა, გასული საუკუნიდან დღემდე გრძელდება.  სწორედ 90-იან წლებში, სახლს ერთხელ  უკვე დააშენეს ერთი სართული, თუმცა პროცესი, როგორც აღმოჩნდა, ამით არ დასრულებულა. ახლა, შენობას ე.წ. ანტრესოლი უნდა დააშენონ, რისიც არ სჯერათ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს. 

მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ შენდება, არა ე.წ. ანტრესოლი, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართი. საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარე გვიყვება,  რომ მშენებლობა, რომელსაც აქ მეზობლების ნაწილი ამჟამად აწარმოებს, მოსახლეობას აზარალებს და სახიფათოცაა.   საკამათო პროექტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “არქი ტონში” მომზადდა.

საპროექტო ორგანიზაციის მფლობელის ადვოკატი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ანტრესოლი შესაძლოა მართლაც გამოიყენოს დაინტერესებულმა მხარემ  მშენებლობის პროცესში საბინაო ამხანაგობის წევრთა თანხმობისგან თავის ასარიდებლად, თუმცა იქვე გადაჭრით ამტკიცებს, რომ ამ შეთხვევაში არაფერი მსგავსი არ მომხდარა და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, დასკვნები მოჰყავს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი