ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ხუთსართულიან კორპუსში დღეს გაზის მძაფრი სუნი იყო. მოქალაქეები ყვებიან, რომ ''სოკარში'' დარეკეს, ადგილზე სპეციალისტების მისვლას კი, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში ელოდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, (16:52) საცხოოვრებელ სახლთან ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ბრიგადა მივიდა. სპეციალისტებმა კორპუსის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუჩერეს და სართულებზე მილების შემოწმება დაიწყეს.
აღმოჩნდა, რომ შენობის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთი ბინაში გაზი ჟოვანდა, დაზიანებული იყო მილი.
სახლში მცხოვრებ სხვა აბონენტებს გაზის მიწოდება მალევე აღუდგა. ბუნებრივი აირი მხოლოდ ერთ ოჯახს გაუთიშეს, სადაც დაზიანება დაფიქსირდა.
მელიქიშვილის #16 მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ სპეციფიკური სუნი შენობაში სამი დღის წინაც იყო. მაშინ ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ და თქვეს, რომ სავარაუდოდ, დეტექტორი დაზიანებული იყო და გამაფრთხილებელ სიგნალს ამიტომ გამოსცემდა.