მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებით ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ანრის სტუდენტებმა სანაპირო ზოლი და მეზღვაურთა ხეივანი დაასუფთავეს. პირველად მსოფლიო ოკეანის დღის კონფერენცია 1992 წელს კანადის მთავრობამ წარადგინა რიო დეჟანეიროს „დედამიწის ყოველწლიურ სამიტზე“.
2008 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ოკეანის დღე 8 ივნისს აღინიშნება. მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.