ათას კვადრატულ მეტრამდე დამწვარი ფართობი, განადგურებული პროდუქცია-ხანძრის შედეგები ლილოში

07 ივნისი 2019, 10:23 1150 ნახვა

ათას კვადრატულ მეტრამდე დამწვარი ფართობი, განადგურებული პროდუქცია -ასეთია ე.წ "ჩინელების ბაზარში" გუშინ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგები.  ხანძრის ლოკალიზებას  14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით.

"ლილოში მდებარე ე.წ. „ჩინური ქალაქის“ ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს ​22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა".

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი