ანგისის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს ღამით წყალი გაეთიშებათ

06 ივნისი 2019, 17:58 1866 ნახვა

"ბათუმის წყალის" ინფორმაციით, ანგისის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება 7 საათით შეუწყდებათ. კომპანია, ​ანგისის ქუჩაზე, 225 მმ-იან მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

ტექნიკური სამუშაოების გამო,  აღნიშნულ მონაკვეთში 7 ივნისს,  22:00 საათიდან 05:00 საათამდე წყალი გაითიშება. 

​კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში