იძულებული გავხდებით ხვალიდან ისევ ქუჩაში გავაგრძელოთ ვაჭრობა - გარემოვაჭრეების პროტესტი

06 ივნისი 2019, 15:25 1739 ნახვა

გარემოვაჭრეების მორიგი აქცია ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. ისინი ჯერ მერიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.  მოვაჭრეები უწყებების წარმომადგენლებისგან ახალი სავაჭრო ადგილის გამოყოფას ითხოვენ, ამბობენ, რომ წინა შეხვედრისას ეს დაპირება მიიღეს და პასუხს ელოდებიან.

მათ ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოყოფილი ფართი არ მოსწონთ, რადგან მომხმარებელი არ ჰყავთ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფება და დაბრუნებისთანავე შეხვდება მოვაჭრეებს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში