ბათუმში სისხლის უფასო დონაციის აქცია გაიმართება

21 აგვისტო 2016, 00:00 2358 ნახვა

“გავიღოთ უანგაროდ სისხლი და გადავარჩინოთ სიცოცხლე” - არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგი ხვალ კლინიკა “მედინაში” სისხლის გაღების აქციას გამართავს. აქციაში ასევე საქველმოქმედო ფონდი “იმედის ნერგი” და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც ჩაერთვებიან. სისხლის გაღების მსურველთა ასაკი განისაზღვრება 18-დან 60 წლამდე. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი. „გაიღე სისხლი” – აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში