ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
ვერტმფრენი ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
აჭარის მაუწყებელი მომხდარის დეტალებს აზუსტებს.