''თქვენი გუნდის მხრიდან, უპატივცემულობა იყო, უმაღლესი საბჭოს აქ ''გამორეკვა'' - დავით გაბაიძე ოპონენტებს

05 ივნისი 2019, 14:37 2587 ნახვა

''თქვენი გუნდის მხრიდან, უპატივცემულობა იყო უმაღლესი საბჭოს აქ ''გამორეკვა'' - უთხრა დღეს სხდომაზე დავით გაბაიძემ, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრს.

კამათი და დაპირისპირება, უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში, შესაძლო გადმოსვლის საკითხს მოჰყვა. 

საკანონმდებლო ორგანოს ადგილმონაცვლეობის საკითხი, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უნივერსიტეტმა შენობა თითქმის გაათავისუფლა და იგი პრაქტიკულად უფუნქციოა. 

ელგუჯა ბაგრატიონი: ''იმიტომ ვართ აქ, რომ საკუთარ კომფორტზე ვიზრუნოთ''? - იკითხა დეპუტატმა სხდომაზე. მას ჯერ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა უპასუხა, მოგვიანებით კი დიალოგში დეპუტატი დავით ბაციკაძეც ჩაერთო. 

დავით გაბაიძე: ​​ზუსტად ''გამორეკვა'' ქვია ამას. 

ელგუჯა ბაგრატიონი: რას ნიშნავს გამორეკვა?

დავით გაბაიძე: ''ის რაც მოხდა...  ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა თქვენმა ადგილობრივმა ლიდერმა და აღარ დამანახოთ ესენიო, დეპუტატებზე მიუთითა. ზუსტად ეს იყო. შენობაც კი არ ჰქონდა შერჩრული''. 

დავით ბაციკაძე: მიშას ''ხუშტურებით'' მოხდა ყველაფერი...

ელგუჯა ბაგრატიონი: ''მაგ მენტალიტეტიდან ვერ გამოდიხართ. გგონიათ, რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს ყველაფერი''.

 

დღეს, 5 ივნისს დეპუტატებს შორის დაპირისპირება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენის თარიღის განსაზღვრასაც მოჰყვა.  

 

 

 

 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი