შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე“ სკორპიონსის კონცერტი გაიმართა. ცნობილ ჰიტზე “ვინდ ოფ ჩეინჯ” გუშინ მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. მუსიკის დაწყებას დარბაზში მყოფი მაყურებლი ოვაციებით შეხვდა და ჯგუფს ცნობილი სიმღერის შესრულება დარბაზთან ერთად მოუწია. დარბაზში მკვეთრი განათება მუქით შეიცვალა, რის შემდეგაც გულშემატკივრებმა ტელეფონები აანთეს. კონცერტის დასასრულს, ჯგუფის წევრებმა მაყურებლის მიერ მიწოდებული საქართველოს დროშა მოიხვიეს, რასაც ოვაციები მოჰყვა.