ლატვიელი ჟურნალისტების მედია ტური აჭარაში. ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-მუზეუმი და ქედის ტურისტული ადგილები.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები, ასევე მზადდება ისრაელის, ბელარუსის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის მედიასაშუალებებში. პრეს და ინფოტურების ორგანიზებისთვის 325 000 ლარია გათვალისწინებული.