ტურისტულ სეზონზე ტალინიდან ბათუმის მიმართულებით 4 რეისი შესრულდება

04 ივნისი 2019, 13:51 2235 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე, ესტონელი ტურისტების ჩამოყვანის მიზნით, ​ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება.

რეისები განრიგი უკვე ცნობილია. ფრენები 27 ივნისს, 4 ივლისს, 11 ივლისსა და 18 ივლისსა ჩანიშნული.  

ესტონურ ავიაკომპანიაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საჰაერო მიმოსვლის შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა უკვე გასცა.

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში