დამოუკიდებელი იურისტების 18 წევრიანი ჯგუფი პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს და ითხოვს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შეფასებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით.
იურისტები პარლამენტისგან ითხოვენ, შეფასდეს სასამართლოში არსებული კრიზისული ვითარება და მისი შედეგები; შეიქმნას ფართო სახელისუფლებო და საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ ვითარებას. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, პარლამენტმა უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ღონისძიებები კლანური მმართველობის დასრულების და სისტემის გაჯანსაღების მიზნით. იურისტების რეზოლუციას მხარს უჭერს საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია.