დაკარგულ სამხედროებს ამ დრომდე ეძებენ

21 აგვისტო 2016, 00:00 2994 ნახვა

მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ ზღვაში დაკარგულ 2 ქართველ სამხედროს. ძებნის ოპერაციაში გუშინ თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდიც ჩაერთო. ის სამძებრო ოპერაციებს გონიოში მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ჩაატარებს. 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაზე ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთა და ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო. კაპრალი იაგო შარაძის და პირველი კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი