დათუნა სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ სცნო. ამ ეტაპზე, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, ვინ არიან იმ ჯგუფის სხვა წევრები, რომლებმაც დათუნა სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
ზაზა სარალიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაუჩინა სამართლიანობის აღდგენის განცდა, თუმცა ეს არის დასაწყისი და ბრძოლა გრძელდება.
"რა თქმა უნდა ველოდი ამ გადაწყვეტილებას, წელიწადნახევარის განმავლობაში იცით ჩემი ბრძოლის შესახებ, მოქალაქეებმაც იციან. ამ ხნის განმავლობაში პირველად გამიჩნდა განცდა, რომ სამართლიანობა შეიძლება აღდგეს. ბრძოლა გრძელდება, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა, თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, ყველა აგებს პასუხს, არავის არაფერს შევარჩენთ," - თქვა ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
ზაზა სარალიძემ მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკაონ მისი და მისი ოჯახის პოლიტიკური სპეკულაციებისგან. "არავი არ იცის ჩემზე უკეთ, ჩემი შვილი როგორ უნდა დავიცვა," - ამბობს მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამამ.
2017 წლის 1 დეკემბერs, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, ორი არასრუწლოვანი - გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში იყო დადანაშაულებული, ხოლო, გ.ბ. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.
საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ღიად იყო დარჩენილი კითხვა, თუ გ.ჯ დათუნა სარალიძის მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში იყო დადანაშაულებული, მაშინ ვინ მოკლა არასრულწლოვანი?
ამ გადაწყვეტიელბას მასშტაბური აქციები და სამოქალაქო მღელვარება მოჰყვა, რადგან ზაზა სარალიძის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებდნენ.