რიკოთზე მოძრაობა 4 დღით აიკრძალა

03 ივნისი 2019, 11:22 3039 ნახვა

თუ მომდევნო 4 დღის განმავლობაში თბილისში გამგზავრებას გეგმავთ, რიკოთის გვირაბი ჩაკეტილი დაგხვდებათ.  3-დან 7 ივნისის ჩათვლით ავტომობილები, მხოლოდ შემოვლითი გზით იმოძრავებენ. შეზღუდვები დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. იკრძალება ყველა ტიპის ავტომობილის გადაადგილება. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროცესს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

'' საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში