სტუდენტი გოგოს საქმე - ყოფილ ლექტორი პოლიციაშია

30 მაისი 2019, 11:04 1422 ნახვა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ყოფილი ლექტორი, ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

სამართალდამცველები, მმართველი გუნდის წევრისა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატის დაკითხვას გუშინ აპირებდნენ, თუმცა ომარ მახარაძე პოლიციაში არ გამოცხადდა. 

ყოფილი ლექტორი არ იმყოფებოდა არც ბსუ-ს ეთიკის კომისიის სხდომაზე, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ლექტორმა ეთიკური ნორმები დაარღვია და მას სასწავლებლის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. 

ომარ მახარაძე 21 მაისს სექსუალურ ძალადობაში სტუდენტმა დაადანაშაულა. 19 წლის გოგო ამტკიცებს, რომ მას ლექტორი ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა.

შემთხვევიდან ერთ დღეში, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა, შემდეგ კი შეუწყვიტა.

დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს, ამბობს, რომ მას ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გაუტეხეს. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ''სტუდენტის საქმეზე'' გამოძიება 150-ე „იძულების“ მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი შეცვალა. სამართალდამცველები ამ ეტაპზე საკითხს, „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლით იძიებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი