გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შემდეგ, კვლევას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც - მიზეზი ისაა, რომ აჭარაში ყველაზე მეტად დაფიქსირდა ბავშვების სისხლში ტყვია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ, რამდენიმე ათეული ათასი ლარით პირველ რიგში იმ მოზარდებს ჩაუტარებს დამატებით გამოკვლევას, რომლებსაც უკვე დაუდგინდათ ნორმაზე მაღალი შემცველობა, მათთვის გაითვალისწინებენ საკვების ვაუჩერებსაც.