გზის რეაბილიტაცია ქედაში. დოლოგანი-ჭინკაძეების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარს აგებენ. პროექტის ღირებულება 44 ათას 5210 ლარია და მის ფარგლებში მოეწყო ბეტონის კიუვეტი, ლითონის მილი, დამცავი ზღუდარი და აშენდა საყრდენი კედელი.
მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ქედის მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.