გარეჯი საქართველოა - ამ დევიზით მასშტაბური მსვლელობა დავით გარეჯის დასაცავად საქართველოს ასობით მოქალაქემ გამართა. სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად დღეს გარეჯში მრევლთან ერთად სასულიერო პირები საქართველოს 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. მოქალაქეები იმ ნაწილისკენ დაიძვრნენ, რომელსაც აზერბაიჯანის მხარე მის საზღვრებში მოიაზრებს.
მსვლელობაში მონაწილე პირთა ნაწილი აღდგომის ტაძართან მივიდნენ და სიმბოლურად საქართველოს დროშა აღმართეს. დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა პარლამენტში. ოპოზიცია რუსეთის ინტერესებზე და მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს, რასაც ხელისუფლების წევრები არ იზიარებენ.