ეს დღე ჩვენია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. 101-ე წლისთავი, ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება. შესაბამისია სლოგანიც „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ ბოლო წლებია 26 მაისი დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.
დღეს, საქართველოს 14 ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს იმღერებენ. 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. დემოკრატიული რესპუბლიკა დაახლოებით სამი წელი არსებობდა. რუსული ოკუპაციისა და 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა.