აჭარა ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. „IMEX 2019“ -ის მონაწილეები რეგიონის ტურისტული პოტენციალს გაეცვნენ. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ფრანქფურტის გამოფენა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობენ MICE ტურიზმით დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
ყოველწლიურად გამოფენას 3 ათას 500-ზე მეტი სტუმარი ჰყავს საერთაშორისო სასტუმრო ქსელებიდან თუ ავიაკომპანიებიდან, დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 15 ათას აღწევს. გერმანია აჭარისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია სატელევიზიო და ონლაინ რეკლამით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის, 4 თვის მონაცემებით, გერმანელი მოგზაურების ვიზიტები რეგიონში 21%-ითაა გაზრდილი.