ბსუ-ს ეთიკის საბჭო სტუდენტს უსმენს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

24 მაისი 2019, 11:19 2336 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის დისციპლინური საბჭო, დღეს სტუდენტს მოუსმენს, რომელიც ერთ-ერთ ლექტორს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მეორე კურსის სტუდენტმა, 21 მაისს თქვა, რომ ლექტორის მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. 19 წლის გოგო განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო. 

შემთხვევიდან ერთ დღეში, კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტუდენტს სურს ეთიკის დისციპლინური საბჭოს სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართოს. კომისიის წევრები კი ამბობენ, რომ მხარეების მოთხოვნას გაითვალისწინებენ.

სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე, კომენტარები მაღალი თანამდებობის პირებმა და თავად ბრალდების ადრესატმაც გააკეთეს.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველ გუნდს და პარტიას შესაბამისი რეაქცია ექნება. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ კი თქვა, რომ არ აპირებს ვინმეს ხელი დააფაროს. 

სტუდენტის ბრალდებას ლექტორი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი უარყოფს. აცხადებს, რომ ებრძვიან და მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმეს.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი