დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა.
უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ატლანტიკურ საბჭოში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა იყო.