„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება პროკურატურის მოთხოვნაზე

05 მარტი 2025, 18:00 119 ნახვა

"სამართლიანმა არჩევნებმა" საქართველოს გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღო, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურა დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ISFED წერს, რომ უწყებას შესაბამის დოკუმენტაციას გაუგზავნის.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით შედეგების გამოქვეყნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების დასტური იქნებოდა, რაც ISFED-ს არ აწყობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში