ბარცხანაში მოქალაქეებმა ქვეწარმავალი იპოვეს

21 მაისი 2019, 17:10 2866 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მოქალაქეებმა ქვეწარმავალი იპოვეს და მოკლეს - ინფორმაციას და ვიდეოკადრებს TV25 ავრცელებს. მოსახლეობა ბათუმის მერიას დაუკავშირდა და ადგილზე სანდასუფთავების სამსახური მივიდა. 

როგორც სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, მერიის პროგრამის ფარგლებში, წამლავენ იმ ტერიტორიას, სადაც ქვეწარმავალი დაფიქსირდება. უწყებაში მოქალაქეების მიმართვიანობამ მას შემდეგ იმატა, რაც დათბა. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში 7 ჰექტარამდე ტერიტორიის შეწამვლა შეუძლიათ, შესაბამისად, ყველა მოქალაქის მიერ შესულ შეტყობინებაზე რეაგირებენ.  მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ უფასო მოსახურება არ ვრცელდება  კომერციული ობიექტებზე. 

ნუგზარ ცეცხლაძის ინფორმაციით, ქვეწარმავლების პოვნის ფაქტები, როგორც ქალაქის, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე ფიქსირდება - ბონი/გარადოკის ტერიტორია, ჭაობი, ხელვაჩაურის სამრეწველო ზონა.  

უწყებებში ამბობენ, რომ გამოძახებების რაოდენობა არ არის საგანგაშო და გასული წლის მონაცემების მსგავსია.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი