მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები ძაღლსაშენში ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდნენ. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის შესამოწმებლად მინდობილმა პირმა ჯემალ გოგიტიძემ თავად მიმართა. მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელსა და მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც ორგანიზაციის საქმიანობის შემოწმება მერიის მრჩეველთა საბჭოსგან მოითხოვა.
სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მიუსაფარი ძაღლების მიმართ მოპყრობის სავარაუდო დარღვევებზე გამოძიებაა დაწყებული. ძაღლსაშენის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკვე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებიც. ჯემალ გოგიტიძე ამბობს, რომ საკითხებზე დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ისაუბრებს.