ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია დღეს ქობულეთში გაიმართება

20 მაისი 2019, 12:27 1497 ნახვა

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია დღეს ქობულეთში გაიმართება. დღესვე დაჯილდოვდება 2018 წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი, ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მესამედ მოიპოვა.

  შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში