9 მარტის ქუჩაზე მცხოვრებლები კომპანია “ბათუმის წყლის” მიერ აბონენტების ახალ ქსელებზე გადართვის სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოების გამო ეზოში ახალდაგებული ფილების ამოყრა გახდა საჭირო. ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ ახალ ქსელზე აბონენტების გადართვის პროცესში რაიმე სახის დაზიანებას, ბათუმის წყალი აღადგენს.