ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოში აქცია არ გამართულა

18 მაისი 2019, 12:51 1647 ნახვა

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღემ საქართველოში ღონისძიებების გარეშე ჩაიარა - მიზეზი შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილება იყო. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მოძრაობა „არა ფობიას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს  თანასწორუფლებიანობის დაცვა. სახალხო დამცველი კი ღიად აცხადებს, რომ ლგბტ თემის დასაცავად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია.

ამბობენ, რომ არაეფექტიანი იყო ხელისუფლება 2013 წელსაც, დამნაშავეები კი სათანადოდ არ დასჯილან. სწორედ 6 წლის წინ დაარბიეს აქცია. მაშინ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, მრევლისა და მოქალაქეების ნაწილი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.  

მოვლენებიდან ერთ წელიწადში კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი „ოჯახის სიწმინდის“ დღედ დააწესა. ამ გადაწყვეტილების მსგავსად დღეს პრემიერმაც ადამიანის უფლებებზე დასმულ შეკითხვას, ოჯახურ ფასეულობებზე ფრაზებით უპასუხა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი