გორგილაძის ქუჩაზე დაზიანებული შუქნიშანი, ხვალ დღის ბოლომდე ვერ ჩაირთვება

14 მაისი 2019, 15:18 2818 ნახვა

გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი გამორთულია. არ მუშაობს არც ქვეითთა მოძრაობის მარეგულირებელი სექცია. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ სატრანსპორტო მოძრაობა გართულებულია. ქუჩის გადაკვეთა უჭირთ ფეხით მოსიარულეებსაც. 

აჭარის მაუწყებელს ''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' უთხრეს, რომ შუქნიშანი დაზიანდა, სპეციალისტები მუშაობენ და ის სავარაუდოდ, ხვალ დღის ბოლოს ჩაირთვება. 

მათივე ინფორმაციით, სხვა ქუჩებზე მსგავსი ტიპის შეფერხებები არ არის. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მარეგულირებელი ნიშანი მხოლოდ ჯავახიშვილის ქუჩაზეა გამორთული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში