ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარი ძეგლის აღდგენას გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ჯერ უცნობია როგორ დასრულდება მოლაპარაკებები შენობის მეპატრონესთან. ის რაც ცნობილია შემდეგია - მთავრობაში პირობას დებენ, რომ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის დემონტაჟი არც კი განიხილება - ამის შესახებ ეჭვი ცოტა ხნის წინ საზოგადოება „ ბათომმა“ გამოთქვა. ძეგლების დამცველები ამბობენ, რომ ამის საფუძველს ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები იწვევს.