დღეს გოლები მხოლოდ ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელებმა გაიტანეს - 3:2 ბათუმელების სასარგებლოდ

11 მაისი 2019, 22:55 5057 ნახვა

3:2  ბათუმის დინამომ სახლში თბილისის ''დინამო'' დაამარცხა.  პირველი ტაიმი მასპინძლების სასარგებლოდ -  2:0 დასრულდა.  თბილისის ''დინამოს'' კარში პირველი გოლი ვაკო თევდორაძემ გაიტანა,  დაახლოებით 10 წუთში კი, მეორე ბურთი ლაშა ჩალაძემ შეაგდო. 

 შეხვედრის მეორე ტაიმი  უფრო ემოციური აღმოჩნდა. თამაშის 76-ე წუთზე, ბათუმელმა ფეხბურთელმა, გურამ ადამაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 2:1 გახდა. 85-ე წუთზე "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს საკუთარ კარში,  ამჯერადაც დებიუტანტ ალეფ სანტოსს არ გაუმართლა.

ორი ავტოგოლის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებმა, მაინც იპოვეს საკუთარ თავში ძალები და ცვლილებაზე შემოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა, მატჩის ბედი გადაწყვიტა. დამატებით დროში, 93-ე წუთზე, გოლი გავიდა. 

ამ გამარჯვებით, ბათუმელებს 25 ქულა მოაგროვეს და ლიდერობა დაიბრუნეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში