„დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ 2:0 უგებს

11 მაისი 2019, 22:04 3253 ნახვა

„დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ 2:0 უგებს. შეხვედრის მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა, ბათუმში ანგისის საფეხბურთო ბაზაზე იმართება. 

თბილისის ''დინამოს'' კარში გოლები ვაკო თევდორაძემ და ლაშა ჩალაძემ გაიტანეს. ანგარიში ბათუმელებმა 23 წუთზე თევდორაძის გოლით გახსნეს, მეორე გოლი კი 34 წუთზე ლაშა ჩალაძემ გაიტანა.

გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში შავიზღვისპირელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ამ დროისთვის ბათუმელები 22 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან, თბილისის“დინამო“ კი 20 ქულით მესამე ადგილზეა.

ეს მატჩი ''დინამო'' ბათუმისთვის პრინციპულია. მოგების შემთხვევაში გუნდი პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს.

შავიზღვისპირელები დღეს ორი წამყვანი ფეხბურთელის, ​გიული მანჯგალაძე და გიორგი ნავალოვსკის გარეშე თამაშობენ. 

ბათუმური გუნდის საშინაო თამაშებზე, სტადიონის ტრიბუნები მუდმივად გულშემატკივრებითაა სავსე. არც დღევანდელი მატჩია გამონაკლისი. გუნდის ქომაგები თამაშს მოედნის გარე ტერიტორიიდანაც ადევნებენ თვალს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი