ხელვაჩაურში, მახოს ხიდზე, გარდაცვლილი კაცი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 60 წლის კაცი მგზავრობისას შეუძლოდ გახდა. ავტომობილიდან გადმოვიდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადა მივიდა, რომელსაც შუა ხნის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.