ესტონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო კომპანია „ტალინკის“ წარმომადგენლებს დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიაში უმასპინძლეს. შეხვედრაზე სტუდენტთა პრაქტიკის გაუმჯობესებისა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში, ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას გეგმავს. ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ამ კუთხით ქვეყნის შესაძლებლობებს შეისწავლიან.