"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო 25 თებერვლის 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ადლიაში, ჰელიმიშისა და ნიჟარაძის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ჩაისუბანში მცხოვრებ აბონენტებს.