საბჭოთა ოკუპაციის 104 წლისთავთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
საბჭოთა ოკუპაციიდან დღეს 104 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.