სამძებრო ოპერაცია თავდაცვის მინისტრს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი

18 აგვისტო 2016, 00:00 2296 ნახვა

სამძებრო ოპერაცია პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. უწყების ინფორმაციით, მობილიზებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების  ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. ქართული მხარის თხოვნით სამხედრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობა და თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური. პირველი თურქეული კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით სამუშაოებში გუშინ ჩაერთო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი