ხვალ ბათუმში 12 საათზე, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიხსნება. წელს მასში 10 ქვეყნის 80-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის მიზანი ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროების განვითარება, კონფერენციების, სემინარების , და საინფორმაციო ტურების მოწყობაა. გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO"-ა. გამოფენა 12 მაისს დაიხურება.